ზელენსკი: მზად ვარ მოლაპარაკებისთვის პუტინთან, თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2022/12/20/18901/zelenski_w_h.jpeg)
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, აშშ, პრეზიდენტი ტრამპი და ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დიპლომატია შეუძლებელია რუსეთისა და პუტინის გარეშე. ამიტომაც ვთქვი: მზად ვარ [მოლაპარაკებისთვის პუტინთან], თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც კიევის მიერ პუტინთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანების გაუქმებას ეხება, „რუსული ნარატივი“ უწოდა.
„ისინი მუდმივად ეძებენ მიზეზს, რათა შეხვედრა არ შედგეს. და ეს პირდაპირ ვთქვი. ისინი ყოველთვის იპოვიან საბაბს. […] თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება, თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, მიზეზები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. დანარჩენი საკითხები მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ჩემი აზრით, პუტინს უბრალოდ ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
1738856243
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება
„თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...
1738849038
ახალი ამბები„ბანერებით ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“, შემდეგ დაბულინგდა, გარე უფროსებისგანაც, შეიძლება, საყვედური მიიღო და მოუწია ბანერის აღება“ - მაჭავარიანი გახარიაზე
„ჩემი ვარაუდით, ამ ბანერებით გიორგი გახარია ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, საერთო გარე უფროსებისგანაც საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, - ამი...