დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: დიდი მადლობა პატრიარქს დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და დალოცვისთვის, არცერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა.

მშობლების განცხადებით, პატრიარქთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

მშობლების განცხადებით, ბავშვები უახლოეს პერიოდში საჭირო მკურნალობას მიიღებენ.

„ძალიან დიდი მადლობა პატრიარქს დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და დალოცვისთვის. დაახლოებით 3 კვირის წინ მიგვიღო პატრიარქმა, მოისმინა ბოლომდე ჩვენი პოზიცია, ესწრებოდნენ სინოდის წევრები. ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ, მიღება იყო ძალიან თბილი. შემდეგ, ასევე, შევხვდით საქართველოს პრემიერს - ირაკლი კობახიძეს, მოისმინა ჩვენი ინფორმაცია, მანაც განაცხადა, რომ უკვე სრულად ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებაზე, მედიკამენტებზე. მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით - ეს გადაწყვეტილია. არცერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე“, -  განაცხადა ზაქრო გვიშიანმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები სახელმწიფოსგან მედიკამენტებს მიიღებენ. უკვე შერჩეულია კონკრეტული პრეპარატები, ხოლო სამუშაო ჯგუფი ორი მედიკამენტის შესყიდვაზე მუშაობს. აღნიშნული პრეპარატები პაციენტებისთვის, სავარაუდოდ, დაახლოებით ორ თვეში გახდება ხელმისაწვდომი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780822962

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი

მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...

ჟურნალისტი

1780822391

ახალი ამბები

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათის მონაცემებით 14.48% შეადგინა, რაც თითქმის 2.5%-ით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით (362 657 ამომრჩეველმა მისცა ხმა). ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მ...

არჩევნებშ

1780820448

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

 შს სამინისტრო პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გ...

საპატრულო პოლიცია

1780818000

ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან, ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი რა შეიძლება იყოს

 „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი რა შეიძლება იყოს“, - ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა  ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას იმის შესახებ თუ როგორ გა...

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანი

1780817068

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის დიასპორასთან ურთიერთობები პრიორიტეტულია, გვაქვს ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია ენის სწავლებასა და სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე

 მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ სამშობლოსთან კავშირი, რაც ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ, გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მ...

მაკა ბოჭორიშვილი