ლევან მახაშვილი: იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა

საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა.

„ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ამ ქვეყანას სცემდნენ პატივს. ევროკავშირი არ განისაზღვრება მარტო გეოგრაფიით, ევროკავშირი იყო თანასწორობა, სამართლიანობა, სუვერენიტეტის დაცვა და პატივისცემა. ამას რაც მალე მიუბრუნდება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, რაც უფრო მალე გაიხსენებს საკუთარ წარსულს, მათთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც. საქართველო ასეთ შემთხვევაში იქნება ძლიერი პარტნიორი, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის.

საქართველო არავისი პრობლემა არ არის, არავისი მოსაგვარებელი საქართველოს და ქართველ ხალხს არაფერი არ სჭირს, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ბუნებრივად ვაკეთებთ იმას, რაც არის საჭირო ევროპულ ოჯახში ყოფნისთვის. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების მსხვერპლი ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავს დავხრით და მსხვერპლის როლიდან დავიწყებთ ყურებას. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე კვლავ დავსხდეთ. არის ამის ძალიან ბევრი ნიშანი, შემოთვლები და ა.შ. ომიც ადრე თუ გვიან იმედია, დასრულდება და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს, ისეთს, როგორსაც იმსახურებს საქართველო“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780769755

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უ...

ლევან მახაშვილი

1780768825

საზოგადოება

შსს „ფორმულას“ ინფორმაციაზე: გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია - ცრუ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანი...

 შსს

1780766459

საზოგადოება

პოლიტოლოგი: ევროკავშირში ბევრი რამ მიუღებელი და ის, რის გამოც ირაკლი კობახიძემ შეაჩერა მოლაპარაკებები, ჩემი აზრის ეს იყო სწორი. შანტაჟი და ზემოქმედება მიუღებელია, რაც არ უნდა სწორი და მართებული პოზიციებიდან იყოს გამოთქმული

მე თანაბარი ოპონირების რეჟიმს ავირჩევ, რადგან ბევრი რამ ისეთი ითქვა, რაც სწორი არ არის და ამ არასწორმა მიდგომებმა გამოიწვია ის ჩიხი, რაც დღეს გვაქვს ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში, - განაცხადა...

ვაჟა ბერიძ

1780765587

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა

ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...

თეა წულუკიანი

1780764597

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ

ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონ...

ლევან მახაშვილი