თბილისში დანით შეიარაღებულმა კაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩუღურეთის რაიონში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780826386

ახალი ამბები

ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...

ნიკა ობოლაძე

1780824732

ახალი ამბები

შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები

1780822962

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი

მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...

ჟურნალისტი

1780822391

ახალი ამბები

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათის მონაცემებით 14.48% შეადგინა, რაც თითქმის 2.5%-ით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით (362 657 ამომრჩეველმა მისცა ხმა). ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მ...

არჩევნებშ

1780820448

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

 შს სამინისტრო პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გ...

საპატრულო პოლიცია