ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა
ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ .
მახაშვილმა მოიშველია სტატისტიკა და საერთაშორისო კვლევები, რომლებსაც თავად ევროკომისია ეყრდნობა. კერძოდ, მისივე თქმით, ეს არის მსოფლიო ბანკის, ჩენდლერის ინსტიტუტისა და თავად ევროკომისიის კვლევები, სადაც საქართველოს არა თუ მოლდოვასა და უკრაინაზე, სხვა კანდიდატ ქვეყნებზე უკეთესი პოზიციები აქვს, თუმცა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის უსამართლო.
„უსამართლო შეფასებები, უსამართლო ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას სპეციალურად, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა და მათ შორის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიც სწორედ ესაა. თორემ, საქართველოს ხომ არ აქვს მარტო უვიზო მიმოსვლა - 51 ქვეყანას აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. არც ერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული, რაც მართლა ვიზალიბერალიზაციის სტრუქტურას ეხება - საზღვრის მართვიდან დაწყებული, თავშესაფრის პოლიტიკით დასრულებული, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს აქციონ თავდასხმის იარაღად“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირის მიმართ ნდობაა შერყეული და რეპუტაცია გაცამტვერებული, რომლის აღდგენას წლები დასჭირდება.
1780765587
საზოგადოებათეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა
ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...
1780764597
საზოგადოებალევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ
ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები, გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები, რაც არის გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონ...
1780764495
საზოგადოებაწულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარია...
1780764072
საზოგადოებათეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. შევძელით, მტკივნეული რეფორმის და მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრე...
1780763184
საზოგადოებაკახა კალაძე სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, არსებული მდგომარეობით,...



























