ეკა კუპატაძე: მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

ამასთან, ის მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ არიან ძალადობის მსხვერპლი, ან იციან, რომ სხვაზე ძალადობენ, დაუკავშირდნენ, რათა დაიცვას, როგორც თავის შვილს დაიცავდა.

„თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით მესენჯერში, ან ნომერზე 593211132 (ეკა). გპირდებით დაგიცავთ ისე, როგორც ჩემს გიგას, ანონიმურობა იქნება გარანტირებული, არ შეგეშინდეს, შენი გამბედაობა დაიცავს სხვას, შენ დაგიცავ მე. დაიმახსოვრეთ, თქვენი შიში და სიჩუმე, მოძალადეს აძლიერებს.

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა.

გიგა ავალიანმა დაბადების წამიდან გარდაცვალების წამამდე, ყოველი წამი იცხოვრა უხინჯოდ.

სწორედ გიგას გავლილი ცხოვრებაა ჩემთვის ფარიც და მახვილიც. ამ ბრძოლაში, მე არ შევსულვარ მხოლოდ მაღალი ხმით და აწეული თითით. მე ამ ბრძოლაში ვარ ჩემი სტრატეგიული გეგმით. ზურგს მიმაგრებს უშიშარი ძმები, ჭკვიანი ადვოკატები და წრფელი საზოგადოება. მინდა იცნობდეთ ჩემს ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილი, თამარ ავალიანი, დარეჯან სულაშვილი.

ვხვდები, ხვდებით, რომ არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველა (განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა) თავისი დანაშაულის პროპორციულად არ დაისჯება. ბრაზი მახრჩობს, როგორ ითმენდა დიდი დიღომი ამ სისასტიკეს. მათმა სიჩუმემ მოკლა ჩემი შვილი, შენი სიჩუმე მოკლავს სხვას, ილაპარაკე. შემზარავ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, თუ რამხელა სიამოვნებას ღებულობენ მოძალადეები. მათი მშობლებისთვის კი, ეს უბრალოდ, „ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბია“. მათი მშობლებიც არიან საზოგადოებისთვის საშიშნი“, - წერს ეკა კუპატაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი