სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.

„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც.

ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს.

თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775492775

საზოგადოება

თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა

თბილისში, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ ფაქტის შე...

თამარ ბაგრატიონი

1775491629

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა

1775490299

მსოფლიო

ტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი კარგი პარტნიორები“ არიან. „ისინი კარგი პარტნიორები არიან. ისინი შესანიშნავი და მამაცი ხალხია. ჩვენ უფროსი და უ...

დონალდ ტრამპი

1775487142

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა...

ბიძინა ივანიშვილ

1775487096

საზოგადოება

სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული

დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და თ...

სოზარ სუბარი