სოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული
დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნების სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, სუბარმა გაიხსენა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის ისტორია.
„ბაქო-სუფსა პირველი პროექტი იყო და დღეს როდესაც მოქმედებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, როცა მოქმედებს სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც სწორედ საქართველოზე გადის და უცებ, უკრაინის ომის ფონზე რომ წარმოვიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ევროპა, მართლაც წარმოუდგენელია! უმძიმეს დღეში ჩავარდებოდა, რომ არა ეს ალტერნატიული ნავთობისა და გაზის დერეფნები. ამან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან და ამის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ, ეს სტაბილურობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი პროექტები გადის შენს ქვეყანაზე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, საქართველოში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, აღნიშნულში იგი არ გულისხმობს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ან იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც არ იციან, რუკაზე ირანი სად მდებარეობს. შესაბამისად, სუბარი მიიჩნევს, რომ ასეთი პიროვნებები ვერ მიხვდებიან, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას.
„ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით რაიმე დერეფნები შეიძლება, რაიმე დერეფნები არსებობდეს, თუმცა ეს არის უბრალოდ შეუძლებელი“, - დასძინა სუბარმა.
1775483897
საზოგადოებაზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს
„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა....
1775483034
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას
ოპოზიციის მიზანია, რონ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მ...
1775482519
საზოგადოებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია
მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირ...
1775480788
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1775478314
ახალი ამბები14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხად...



























