როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც დღე მშრალია, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +16 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 7 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება თელავში, 16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 8 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით 16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
1775506248
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღ...
1775505770
მსოფლიოტრამპი: ირანთან კონფლიქტმა ნატოზე დატოვა კვალი, რომელიც არასდროს გაქრება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ირანთან კონფლიქტის დროს გამოჩენილი პოზიციის გამო. მისი განცხადებით, ამ დაპირისპირებამ ნატოზე დატოვა „კვალი, რომელიც არას...
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...




























