თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
„ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.
„ბოლო ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია. ამ კუთხით დამატებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მასშტაბური განახლების პროექტის მნიშვნელობაზე ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.
„ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, სწორედ მოხმარდება ერთიან კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
1785087845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო...
1785085797
ახალი ამბებისოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედ...
1785084616
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გივი მი...
1785082699
ახალი ამბებისოფელ ნასაგურში სასაწყობე შენობაში ხანძარია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ...
1785080173
მსოფლიო„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
„დიდი ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა. მათივე განცხა...































