დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
„არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა,” - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
საქართველოს რკინიგზას უახლოეს პერიოდში კომფორტული და თანამედროვე მოძრავი შემადგენლობები ეყოლება.
კომპანია 10 ახალ სამგზავრო მატარებელს შეიძენს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება.
საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალი რისკის ადგილებში ლიანდაგების გასწვრივ დამცავი ღობეების მონტაჟზე, როგორც სარკინიგზო ლიანდაგის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების პრევენციის საშუალებაზე.
დაჩი ცაგურიას განმარტებით, ლიანდაგის გადაკვეთა კატეგორიულად აკრძალულია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ ლიანდაგზე გადასვლა, გადაკვეთა, სიარული, სეირნობა, სურათებისა და ვიდეოების გადაღება კატეგორიულად აკრძალულია. ეს არის ძალიან სახიფათო და ყველას ვთხოვთ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
1785091447
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: დასავლური ქვეყნების მიერ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის
საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, ეკონომიკური პროექტების განვითარებაში ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან კომენტარი გააკე...
1785089939
ახალი ამბებიყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთ...
1785087845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო...
1785085797
ახალი ამბებისოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ხანძრის შედ...
1785084616
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გივი მი...































