ეკა სეფაშვილი ევროკავშირის ელჩის წერილზე: ეს წერილი ადასტურებს იმას, თუ როგორ იტყუება ყოველდღიურად ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო საქმტა სამინისტროსთვის ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილი წერილი შეაფასა. მან აღნიშნულ წერილს გადაცემაში „EURO ანატომია“ უცნაური უწოდა.

„ეს წერილი ძალიან უცნაურია და პირველ რიგში აშკარად ადასტურებს იმას, თუ როგორ იტყუება ყოველდღიურად ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. ამ წერილის საშუალებით ჩვენ ვიგებთ, რომ 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შეჩერდა ევროინტეგრაცია მათი და არა ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

​მისი განცხადებით, საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაცია გრძელდება.

„როდესაც პრემიერმა, მხოლოდ ერთი რაღაც განაცხადა, რომ ჩვენ გაწევრიანებაზე საუბრის დაწყებას 2028 წლამდე არ ვგეგმავთ, ამას მოაბეს უამრავი პროვოკაცია.

წერილში არის ერთი კიდევ საგულისხმო მომენტი, რომლითაც ისევ თავის თავს ეწინააღმდეგებიან. წერილში გარკვევით წერია, რომ 2024 წლის 27 ივნისს შეაჩერეს ევროინტეგრაცია, საქართველოსთან აქტიური ურთიერთობა. იქ ასევე წერია, რომ 2025 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველო ვეღარ მიიღებს მონაწილეობას პროექტებში, რომლებიც ორგანიზებულ კრიმინალურ დანაშაულთან და წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ანუ, 2024 წლის 27 ივნისს თუ შეაჩერეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პროექტები ხომ ფუნქციონირებდა, ანუ რას ნიშნავს ეს შეჩერება?!

მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვხედავ - ძალიან კარგად უნდათ საქართველოსთან ურთიერთობა, ძალიან კარგად აცნობიერებენ, როგორი დიდია საქართველოს როლი თუნდაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, რომ არაფერი ვთქვათ ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებასა და ციფრულ უსაფრთხოებაში.

თავის თავს თვითონვე ეწინააღმდეგებიან. კარგად იციან, რომ ჩვენთან ურთიერთობა მათთვის სასარგებლოა, მაგრამ ეს არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი იმისათვის, რომ მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, მმართველ პარტიაზე ზეწოლა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763224242

ახალი ამბები

ზარქუა: მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება

 „მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის...

ირაკლი ზარქუა

1763222292

სპორტი

ესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. უკვე ცნობილია, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაშია ნაკრების...

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის

1763221185

სპორტი

ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოფარიკავე გიორგი ურუშაძე გახდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ტურნირის ჯ...

ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

1763219919

მსოფლიო

ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა და საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება სთხოვა. „ბოლო დროს იაპონიის ლიდერებმა ტაივანის შესახებ პროვოკაციული განცხადებე...

ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

1763218140

ახალი ამბები

ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს ზოლტან მარუზას შეხვდა. მხარეებმა ზოგა...

ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს შეხვდა