პენიტენციური სამსახური: დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.
ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1763224242
ახალი ამბებიზარქუა: მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება
„მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის...
1763222292
სპორტიესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. უკვე ცნობილია, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაშია ნაკრების...
1763221185
სპორტიხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოფარიკავე გიორგი ურუშაძე გახდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ტურნირის ჯ...
1763219919
მსოფლიოჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა და საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება სთხოვა. „ბოლო დროს იაპონიის ლიდერებმა ტაივანის შესახებ პროვოკაციული განცხადებე...
1763218140
ახალი ამბებიზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს ზოლტან მარუზას შეხვდა. მხარეებმა ზოგა...































