ზარქუა: მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება
„მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის გაშავებას აგრძელებენ.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შანტაჟი და მუქარები ევრობიუროკრატების მხრიდან არახალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეიტინგში ყველას ვუსწრებთ, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს.
მცდელობა აქვთ, რომ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება. ამ ყველაფერში ეხმარებიან ეს ჩვენი რადიკალები, რომლებიც თანამშრომლობდნენ, აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას.
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის გაშავებას აგრძელებენ - დაწყებული სალომე ზურაბიშვილით და გაგრძელებული დანარჩენი ლიდერებით. შესაბამისად, სამართლიანია, საქმე რომ აღიძრა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის კუთხით“, - აღნიშნავს ზარქუა.
1763215285
სპორტისაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის ნაკრები დაამარცხა
„აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის მეორე ტაიმიც დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა თამაშის განმავლობაში სულ 6 ლელო დადეს, მეტოქემ კი მხოლოდ 3. ამასთან, სამი ლელო შა...
1763212332
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა „ჰერტის სკოლის“ მიერ გახარიას დაქირავებაზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დაქირავებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერი უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა. „ეს კიდევ...
1763210237
ახალი ამბებიკახა კალაძე: შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და ეს გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე
გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკ-ნიუსი შესთავაზა. კერძოდ, „ტვ პირველი“, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერიამ, აფრიკ...
1763208592
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....
1763207131
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“
„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...































