ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე (7 863 534) მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 8 250. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (35105) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (29 871) რაოდენობას, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა 1 165 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მეოთხე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 33 924.485 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 49%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება Wizz Air Hungary – 17%; Georgian Airways – 8%; Pegasus და Turkish Airlines – 7 -7 %", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
1765533010
საზოგადოებაპრემიერი: ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით
„ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი...
1765532961
საზოგადოებაპრემიერი: ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, ეს ყველაფერი არაფორმალური გავლენების შედეგია, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმავეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები აშშ-დან
„არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენებ...
1765532899
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს - ფორუმი გვაძლევს საშუალებას, კოლეგებთან ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1765531834
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი
„ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, ოკუპაცია არ არის დასრულ...
1765531645
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ - მინიმუმ სირცხვილია, როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები „ოცნებას“ პრორუს პარტიას უწოდებენ
„არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ, თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას!“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელა...


























