ბაჩო ოდიშარია: ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეროვნული ინტერესი დაიცვა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“.

ოდიშარია მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობას აუცილებლობად მიიჩნევს და წერს, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

„თურქმენეთში მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც მთელი რეგიონის ლიდერები იქ არიან შეკრებილნი, არამხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ, ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ვისთვისაც ცრუ პატრიოტიზმი და „ფეისბუქიდან“, თუ რუსთაველის გამზირიდან „პუტინ ხუილოს“ ძახილი არის გმირობა, რასაკვირველია, ისტერიკაში არიან, რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, რომელსაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და რომლის თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“, - წერს ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765534611

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ

„მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ...

ირაკლი კობახიძე

1765534226

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე

ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ...

მაკა ბოჭორიშვილ

1765533010

საზოგადოება

პრემიერი: ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით

„ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი...

ირაკლი კობახიძე

1765532961

საზოგადოება

პრემიერი: ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, ეს ყველაფერი არაფორმალური გავლენების შედეგია, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმავეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები აშშ-დან

„არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენებ...

ირაკლი კობახიძ

1765532899

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს - ფორუმი გვაძლევს საშუალებას, კოლეგებთან ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე