შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი
„ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს.
,,ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს. ჩვენ პატივს ვცემთ თურქმენ კოლეგებს. ფორუმზე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, ერთთან შეიძლება, სხვანაირი ურთიერთობა გქონდეს, სხვასთან – სხვანაირი. თურქმენეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლის მონაწილის მხრიდან, არის განსაკუთრებული ინტერესი საქართველო-თურქმენეთს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პატივისცემა თურქმენეთის მიმართ. პატივისცემას არავინ გვავალდებულებს, ეს არის ადამიანური, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. არანაირი ინტერესების ხარჯზე არ ხდება არაფერი. ვინც მზად არის, პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ჩვენი, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ. დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი, ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, გვქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ფორუმზე პუტინის ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან საუბარი იქნება მშვიდობასა და სუვერენიტეტზე.
„ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, რათა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა არ არის ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს, გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ, ერთი რამ მგონი, გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვაა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი რომ ჰქონდეს, ვერ ექნება. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1765531645
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ - მინიმუმ სირცხვილია, როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები „ოცნებას“ პრორუს პარტიას უწოდებენ
„არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ, თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას!“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელა...
1765531033
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრზე: განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს
„განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ...
1765529888
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობია, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს
გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1765529008
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს
ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...
1765527952
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში - 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის
არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლი...


























