ლევან მახაშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია – სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბრიუსელი იმ ქვეყნებს ემსგავსება, რომელთაც ძალა თუ აქვთ, საზღვრების შეცვლა ძალადობით შეუძლიათ.
„ბრიუსელის ქმედებები ეზოში მოძალადე ადამიანს ჰგავს, რომელიც ადამიანებს აბულინგებს. როგორც წესი, ასეთი ადამიანი ომახიანი სუსტებთან არის, ხმამაღალი წნეხით, შანტაჟით და ა.შ. ბრიუსელი საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში ამას აკეთებდა, მაგრამ როგორც კი, მასზე ძლიერთან მიდგება საქმე, ენის მოჩლექით და მუხლების კანკალით იწყებს საუბარს. სადაც დაბალი ღობე იპოვეს, საქართველოს და ზოგიერთი მეზობლის სახით, ბოლომდე გაწირეს და აბულინგებდნენ, ამ ქვეყნებს.
სხვათა შორის იმ თემებზე, რომლებიც პირდაპირ დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ეფუძნებოდა, მაგრამ როგორც კი, მათზე ძლიერმა ქვეყანამ ხმა აიმაღლა და სიმართლე თქვა, ენის მოჩლექით საუბარი დაიწყეს. დადგნენ და ვაშინგტონს აუხსნან, რატომ არის ცუდი სხვის შიდა საქმეებში ჩარევა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია – სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს. სამწუხაროდ, ბრიუსელი იმ ქვეყნებს ემსგავსება, რომელთაც ძალა თუ აქვთ, საზღვრების შეცვლა ძალადობით შეუძლიათ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1765534226
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე
ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ...
1765533010
საზოგადოებაპრემიერი: ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით
„ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი...
1765532961
საზოგადოებაპრემიერი: ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, ეს ყველაფერი არაფორმალური გავლენების შედეგია, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმავეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები აშშ-დან
„არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენებ...
1765532899
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს - ფორუმი გვაძლევს საშუალებას, კოლეგებთან ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1765531834
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი
„ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, ოკუპაცია არ არის დასრულ...



























