ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი საჰაერო ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვეხმიანებით განზრახ შეცდომაში შემყვანი არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებას აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს, ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.
აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე, ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.
ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება.
ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე, როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმნის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს.
აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც ბუნებრივი და სამკურნალო რესურსები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეს. თანამედროვე გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ისეთ კურორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და გამაჯანსაღებელი გარემოთი.
კურორტის კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ფიჭვნარი, მინერალური წყლები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე ერთობლიობაში განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას როგორც სამკურნალო, ისე რეკრეაციული ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით.
აბასთუმნის კურორტის მდგრადი და კომპლექსური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან განვითარებას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, აღვნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „საქაერონავიგაციასთან“ ერთად აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
1776356896
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და, დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და, დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვი...
1776356829
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, მას წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს
რადიკალურ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური სახის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა; შეხედავენ უნგრეთს და უნდათ უნგრელობა; შეხედავენ ნეპა...
1776353674
ახალი ამბებივაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრც...
1776353640
ახალი ამბებინათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზ...
1776353601
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობ...































