შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

როგორც ცნობილია რადიკალები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს აბასთუმნის ცაზე საჰაერო ფრენა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით შეიზღუდა. მაშინ, როდესაც რეალურად, მოთხოვნა მეცნიერებისგან მომდინარეობს, რადგან მიმდინარეობს სამეცნიერო დაკვირვება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ებრძვის ყველაფერს კარგს, რაც საქართველოში კეთდება.

„ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში, ამაზე თავდასხმა და არ დაშვება - ეს არის მთავარი მიზანი, რაც ამ დეზინფორმაციას აქვს. რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი - პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ არის ის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ესეც ამ პოლიტიკის გაგრძელება არის, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება, არ დაუშვან მათ შორის სამეცნიერო პოტენციალის ათვისება. აბასთუმნის ობსერვატორია სამეცნიეროსთან ერთად, ასევე, არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა ზოგადად მათთვის ვინც საქართველოს მოინახულებს ხოლმე. ამ ყველაფრის არ დაშვება უნდათ.

არ ვიცი რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი. სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ერთად ვიხილეთ საქართველოს ცა, როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ რაც ჩაკეტილი არის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასე რომ საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადმოსაფრენად. იქ, სადაც საჭირო არის სამეცნიერო პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება ესეც უმტკივნეულოდ ხდება. რაც მთავარია არ ჩივის საერთაშორისო ორგანიზაცია, არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776352480

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...

მიხეილ სარჯველაძე

1776352394

მსოფლიო

რომის პაპი: სამყაროს ტირანები ანადგურებენ, ომის ოსტატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება, ხოლო აღდგენისთვის ხშირად მთელი სიცოცხლე არ არის საკმარისი

პაპმა ლეო XIV-მ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და განაცხადა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“. მის სიტყვებს Sky News-ი ციტირებს. ლეომ, რომელიც პირველი ამერიკელი პაპია...

 რომის ახალი პაპი

1776351530

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდ...

ნიკოლოზ სამხარაძ

1776350928

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს. პაპუაშვილს ჰკითხეს,...

შალვა პაპუაშვილი

1776350752

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ქვეყანამ გარე ჩარევისგან თავი უნდა დაიცვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, გარე ჩარევებისგან თავდაცვისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას

„ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნი...

 შალვა პაპუაშვილი