თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი, თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე. მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.
1776357160
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
2026 წლის 16 აპრილს რუმინული მხარის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაც...
1776356896
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და, დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და, დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვი...
1776356829
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, მას წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს
რადიკალურ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური სახის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა; შეხედავენ უნგრეთს და უნდათ უნგრელობა; შეხედავენ ნეპა...
1776353674
ახალი ამბებივაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრც...
1776353640
ახალი ამბებინათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზ...































