ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ლევან მახაშვილი შეხვდა დელეგაციას და გერმანულმა მხარემ თქვა, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე იმიტომ არაა განახლებული, რომ ტექნიკური პრობლემაა.
„რა ვქნათ, დაველოდოთ და დავუჯეროთ. ჩვენ ადამიანების გულწრფელობის გვჯერა და ამ შემთხვევაშიც გვჯერა, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა, თუმცა მზად ვარ, პარლამენტიდან IT სპეციალისტი გავუგზავნო, რადგან რამდენიმე თვეა, ინფორმაცია ვერ შეცვალეს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
1776353601
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობ...
1776353566
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, თავდასხმა მოხდეს და არ დაუშვან არაფერი, რაც საქართველოში დადებითი ხდება, რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს ყველანაირი არსენალი ამოეწურათ, პოლიტიკური არსენალი, ს...
1776353531
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას შეეშვას, „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ? საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას, ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...
1776352561
ახალი ამბებიძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვ...
1776352480
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინ...































