ერდოღანი: ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ეხმაურება.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ გრძელდება კოორდინირებული ძალისხმევა თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენმა C-130-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც აზერბაიჯანიდან სამშობლოში ასრულებდა რეისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა.
ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად. ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
1762870958
ახალი ამბებითურქეთის შს მინისტრი: ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს შს მინისტრს, გეკა გელაძეს ესაუბრა. „ღრმა მწუხარე...
1762870406
ახალი ამბებიპარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 86 ხმით მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების...
1762868716
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას მხარს უჭერთ თუ არა ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში, დრო მოვიდა! რამდენი ხანი უნდა ვიყოთ სახლობანას რეჟიმში?!
„ლგბტ კანონთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ თქვენ გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არცერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ეს ტყუილი არის?! ხომ ასე იყო?!...
1762866749
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის ბრალდებაზე: არ გაწყობთ, რომ „ნაცები“ გაქრნენო - დარბაზში სხედხართ და უნდა იცოდეთ, რომ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით
ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რო...
1762866659
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...


























