პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება.
„პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე ან დისტანციურად, დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება, დაადგინოს კაპიტალის აქტივებისა და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები. ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კანონპროექტით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად.
წარდგენილი ცვლილებით, კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერიც უფლებამოსილი იქნება ეროვნულ ბანკში ანგარიში გახსნას.
1762872876
ახალი ამბებიერდოღანი: ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ეხმაურება. ერდოღანი აღნიშნავს, რომ გრძელდება კოორდინირებული ძალისხმევა თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, შე...
1762872426
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფონდმა „ქართუმ“ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, ადგილობრივი პოპულაციის აღდგენა-გამრავლების მიზნით, საჩხერის საშენი მეურნეობიდან 200 კაკაბი გადასცა
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, ადგილობრივი პოპულაციის აღდგენა-გამრავლების მიზნით, საჩხერის საშენი მეურნეობიდან 200 კაკაბი გადასცა, - ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში ს...
1762870958
ახალი ამბებითურქეთის შს მინისტრი: ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს შს მინისტრს, გეკა გელაძეს ესაუბრა. „ღრმა მწუხარე...
1762870406
ახალი ამბებიპარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 86 ხმით მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების...
1762868716
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას მხარს უჭერთ თუ არა ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში, დრო მოვიდა! რამდენი ხანი უნდა ვიყოთ სახლობანას რეჟიმში?!
„ლგბტ კანონთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ თქვენ გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არცერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ეს ტყუილი არის?! ხომ ასე იყო?!...



























