ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას მხარს უჭერთ თუ არა ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში, დრო მოვიდა! რამდენი ხანი უნდა ვიყოთ სახლობანას რეჟიმში?!

„ლგბტ კანონთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ თქვენ გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არცერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ეს ტყუილი არის?! ხომ ასე იყო?! იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში, დრო მოვიდა! რამდენი ხანი უნდა ვიყოთ სახლობანას რეჟიმში!“ - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“  დეპუტატებს.

მმართველი გუნდის დეპუტატმა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის დესტრუქციული და რადიკალურ ქმედებები, რომელიც განახორციელეს.

„თქვენ განაცხადეთ, რომ ის ბრალდებები, რაც მე და ბატონმა ირაკლი კირცხალიამ გავაჟღერეთ თქვენი მიმართულებით - იყო ტყუილი, ავიტანეთ ეს შეურაცხყოფა იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი დებიუტი იყო პარლამენტში და არ გვინდოდა ხელი შეგვეშალა, დღეს ველოდებოდით, ამ ბრალდებებზე თქვენ არგუმენტირებულ პასუხებს გაცემდით, მაგრამ არცერთ ბრალდებებზე პასუხი არ გაგიციათ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და იქნებ შემდეგ ჯერზე უფრო მოემზადოთ და გასცეთ ამ ბრალდებებზე პასუხი.

პირველი, მე შევეხე ძალიან მოკლედ ბატონი გახარიას ქმედებას გადადგომასთან დაკავშირებით, მან 3 თუ 4 ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გააჟღერა დროის სხვადასხვა მონაკვეთში, იქნებ ჩამოყალიბდეთ რატომ გადადგა  გიორგი გახარია და გაგვაგებინოთ საზოგადოებას?! მეორე, რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით ბრძანების გაცემაზე, როდესაც იგი ირწმუნებოდა პირდაპირ ეთერში მისი გაცემული ბრძანება იყო, შემდეგ საგამოძიებო კომისიაზე შეცვალე ჩვენება და ხელი შეახოცა პოლიციელებს და თქვა, „ეს პოლიციელების  თვითნებური ქმედება იყოო“, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, სადაც თავიდან ამბობდა - გატაცებები ხდებოდაო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ ხდებოდა, შემდეგ დაკავებები ხდებოდაო და აღმოჩნდა - არ ხდებოდა, იქნებ ამაზეც ცხადი პასუხი გაგვცეთ.

რაც შეეხება ბრალდებას, რომელსაც  პირდაპირ ფაქტია და ვერ გაექცევით - 4 მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ჩვენ გვეგონა, რომ რაღაცას ახსნიდით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს ვერ ახსნით, ეს ფაქტია და ამას ვერ გაექცევით, პირდაპირი პარტნიორობაა „ნაცმოძრაობასთან“.

ერთად იტყუებოდით, საქართველო შავი ხვრელი არის რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით, ესეც ჩემი მხრიდან წამოსული ბრალდება იყო, მე ამაზე პასუხს ვაგებ, როგორც ყველა ჩემ სიტყვაზე და ამასთან დაკავშირებით კარად იცით, რომ ევროპელებმა, ბრიტანელებმა, ამერიკელებმა, ბოლოს სალივანმაც მადლობა გადაგვიხადა, ძალიან გამართულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მეგონა, ამაზე კომენტარს გააკეთებდით, მაგრამ - ვერ აკეთებთ.

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, „რუსული კანონი“ რომ უწოდეთ ქართულ უმარტივეს გამჭვირვალობის კანონს, რომელიც ითხოვდა მხოლოდ დეკლარირებას, რა არის ამაში რუსული? მე თქვენ კითხვა დაგისვით, დღეს ველოდებოდი პასუხის მიღებას, დეკლარირება არის რუსული? თუ „ფარა“ რომ გადმოვიღეთ სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ეს არის რუსული?! რატომ შეიყვანეთ საზოგადოება შეცდომაში და რატომ მიიღეთ მონაწილეობა ამ სპექტაკლში? იქნებ აგვიხსნათ?!

ლგბტ კანონთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ თქვენ გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არცერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ეს ტყუილი არის?! ხომ ასე იყო?! იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში, დრო მოვიდა! რამდენი ხანი უნდა ვიყოთ სახლობანას რეჟიმში!

კიდევ ერთი ბრალდება იყო ჩემი მხრიდან, ისევ კოალიციას აპირებდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, რომ მიეღო 50%-ზე ნაკლები, ვცდები რამეში! რამე მოვიტყუე?! თქვენ არ აცხადებდით, 50%-ზე ნაკლები „ქართულმა ოცნებამ“ რომ აიღოს, ჩვენ 4-ვე ძალა გავაკეთებთ კოალიციასო და ეგ ნაცები იყვნენ ხომ! გვარამია არ იყო ნაცი?! ვის მიჰქონდა, მაგალითად, ძალოვანი სამინისტროები, პრემიერი ვინ ხდებოდა, მაგასთან დაკავშირებითაც პასუხი არ გაგიციათ, არადა ძალიან საინტერესოა რაზე თანხმდებოდით, მერაბიშვილს და ადეიშვილს ხომ არ აბრუნებდით საქართველოში?!

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ცირკში მიიღეთ მონაწილეობა, თითქოს, არჩევნები გაგიყალბდათ, ერთი მტკიცებულება დღემდე ვერ დადეთ. სამწუხაროდ, მომხრეები გაგიმესამედდათ, იქიდან გამომდინარე, რომ აი, რა პუნქტებიც მე ჩამოვთვალე, მაგას აქცევენ ჩვენი მოქალაქეები ყურადღებას.

წერილი აგიფრიალეთ თქვენი ხელმოწერით ბოლოს და ბოლოს, მაგასთან დაკავშირებით რას იტყვით?! ტყუილი იყო ეგ! 4-ვე რადიკალური პარტიის ხელმოწერა არის, მაგ წერილთან დაკავშირებით საზოგადოებას რას ეტყვით! არ ითხოვდით! არ იხვეწებოდით, საქართველო დასანქცირდეს, დაისაჯოს, ყველანაირი ურთიერთობა გაწყდეს ყველა დონეზე აბსოლუტურად, მაგაზე რა პასუხს გასცემთ საზოგადოებას?!

ბოლოს იყო, ამასაც როგორ უნდა გაეცეთ, რა სიტყვებით იხსენიებდნენ ბატონი ხაზარაძე და ბატონი გახარია ერთმანეთს ყველას კარგად გვახსოვს-თქო და თქვენ პარტიებს შორის როგორი კომენტარი კეთდებოდა და რანაირად მოხდა თქვენი დაჯგუფება და დამეგობრება-თქო, აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მყარ ლოგიკაზე დაფუძნებული ჯაჭვი ავაგე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ვერტიკალით იმართებით, დაგავალეს და დაჯგუფდით.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალე ეს პუნქტები, არ ვაპირებდი ამ საკითხს შევხებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ დაიწყეთ საუბარი სწორედ ამ კუთხით - „მე იმ ბრალდებებს პასუხი უნდა გავცეო“, რაც ჩამოვთვალე არაფერზე თქვენ პასუხი არ გაგიციათ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში, ეს მიტინგი არ არის სიტყვები აქეთ-იქით ისროლოთ და შემდეგ პასუხი არ მიიღოთ, აქ ყველანი ვაგებთ ჩვენს სიტყვაზე პასუხს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762866749

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის ბრალდებაზე: არ გაწყობთ, რომ „ნაცები“ გაქრნენო - დარბაზში სხედხართ და უნდა იცოდეთ, რომ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით

ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რო...

ლევან მაჭავარიანი

1762866659

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი გამყარდა

1762865742

საზოგადოება

მაია ბითაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის

„როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ვინმე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ვის რა გაქვთ გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვ...

მაია ბითაძე

1762865255

ახალი ამბები

შსს: მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...

შსს

1762864568

ახალი ამბები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას: თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის - ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე

„აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების„ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილ...

მაია ბითაძე