ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის ბრალდებაზე: არ გაწყობთ, რომ „ნაცები“ გაქრნენო - დარბაზში სხედხართ და უნდა იცოდეთ, რომ სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით
ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში სხედხართ ერთი ერთში და იმავენაირად იტყუებით, რაღაც ლეგენდებს რომ იგონებდნენ, ადეიშვილის მოადგილე და ა.შ. ბატონ მიქანაძეს მიჰყავს დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის განათლების რეფორმა და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან წარმატებით გაართმევს იგი თავს ამ პასუხისმგებლობას, - განუცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის დეპუტატების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს "ნაცების" გაქრობა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაცმოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით აქვს შეტანილი სარჩელი. შესაბამისად, მაჭავარიანმა ოპონენტებს მოუწოდა, ხშირად გაეცნონ ახალ ამბებს.
„რაც შეეხება თქვენი კოლეგის განცხადებას "ნაცებთან" დაკავშირებით, რომ სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, რომ "ნაცები" გაქრნენო - დარბაზში სხედხართ ბოლოს და ბოლოს და მგონი, უნდა იცოდეთ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი და როგორც იცით, 9 თვის ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან, შესაბამისად, მოგიწოდებთ, ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1762865742
საზოგადოებამაია ბითაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის
„როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ვინმე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ვის რა გაქვთ გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვ...
1762865255
ახალი ამბებიშსს: მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...
1762864568
ახალი ამბებიმაია ბითაძე გახარიას პარტიას: თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის - ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე
„აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების„ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილ...
1762863509
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ
„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მავნებლური ტაქტიკა არის ტერა...
1762862134
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას
„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ...





























