ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ მოსწავლეებს „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ,,ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო ქვედანაყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალგაზრდები ჯარისკაცების ყოველდღიურობას გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი ყაზარმები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ასევე კრიზისებზე რეაგირების აღჭურვილობა.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის ისტორია უამბეს და გვარდიის ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. მოსწავლეებმა სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ბრძოლის ველზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს გაეცნენ და თეორიულად შესწავლილი საკითხები პრაქტიკაშიც გაითამაშეს. დღის ბოლოს სტუმრებმა ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ,,ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

„ერთი დღე ჯარში“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. პროექტი ქართული ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის მეტ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742889193

საზოგადოება

პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის, „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანს ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გაა...

ნინო წილოსანი

1742888620

საზოგადოება

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და „პერედაჩებს“ უგზავნის - მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო

შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ, განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პა...

 ჯემალ ლეონიძ

1742888283

საზოგადოება

🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

 შინაგან საქმეთა სამინისტრო

1742888006

საზოგადოება

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ყველა მაფრთხილებდა „ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით - იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან

გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის. თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“, - ამის შე...

ჯემალ ლეონიძე

1742887776

საზოგადოება

ჯემალ ლეონიძე: „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება 11 მლნ დოლარად აგვესახა, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ, ორჯერ ვნახე

„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აგვესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახ...

ჯემალ ლეონიძე