ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. თბილისში მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრამდე გამოსაცდელებს ყოველ საგამოცდო დღეს დამატებითი ტრანსპორტი ემსახურება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751537612

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვ...

დავით სონღულაშვილ

1751535190

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სწორად და სამართლიანად აფასებენ იმ პროცესებს, რაც ჩატარებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ სიმართლეს, სამართლიანობას უჭერენ მხარს და აღიარებენ იმ სამართლიან არჩევნე...

გივი მიქანაძე

1751534043

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენ...

მარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ

1751532135

ახალი ამბები

„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ ზამორაში მოხდა. ცნობილ ფეხბურთელთან ერთად ასევე დაიღუპა მისი 26 წ...

დიოგო ჟოტა

1751531771

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: უცხოეთიდან თითქოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და დოკუმენტებში შეტანას

ვხედავთ ხოლმე, თითქოს უცხოეთიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ რეალურად, დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანას....

პოლიტიკოსი