ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯია“-ს დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს.

კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782766699

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისები...

პროკურატურაა

1782765288

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამ...

ვენესუელაში მიწისძვრი

1782763581

სპორტი

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარ...

ბრაზილიის ნაკრები

1782762441

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლ...

გურამ მაჭარაშვილი

1782761298

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო. POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში...

დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინო