ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის დაინტერესებულია ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის კვლევით, ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, სტუმრის რანგში ესწრება, რამდენადაც გულშემატკივრობს მსგავსი ტიპის ინიციატივებს.

„არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ ვთქვათ რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსი ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. რა მიმართულებითაც გითხარით ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიშრომო, თუმცა არ ვასაჯაროებ არაფერს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო.“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782755729

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვე...

ცოტნე ივანიშვილი

1782754591

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება

ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გულ...

ცოტნე ივანიშვილი

1782753186

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები

სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782752591

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენც...

ცოტნე ივანიშვილ

1782751421

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: თანახმა ვართ, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას შესაბამისი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. „ეჭვი ჰქონდათ კონკრეტუ...

გიორგი პატარიძე