POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო
ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.
POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდაჭერას უცხადებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია FairSquare-ის მიერ შეტანილ საჩივარს და მოუწოდებენ ფიფას ეთიკის კომიტეტს, შეისწავლოს „გადაწყვეტილებები ფიფას ყოველწლიური მშვიდობის პრემიის დაწესებასა და შემდეგ ამ პრემიის პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაცემასთან დაკავშირებით“.
„მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა წერილის ავტორმა, ევროპარლამენტარმა ბარი ენდრიუსმა. - „როდესაც ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო ერთ პრეზიდენტს მეორეზე წინ აყენებს, ეს ფიფასა და მთლიანად ტურნირის რეპუტაციას ლახავს“.
„როდესაც ამ ზაფხულს მთელი მსოფლიოს ყურადღება ფიფასკენაა მიპყრობილი, ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს FairSquare-ის ეთიკური საჩივარი“, - ნათქვამია წერილში. - „ეს საჩივარი ფიფას აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცოს თავისი ერთგულება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი“.
ტრამპს ჯილდო ინფანტინომ 2025 წლის 5 დეკემბერს გადასცა. FairSquare-ის პირველადი საჩივარი სამი დღის შემდეგ შევიდა. საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელმა პრიზის დაწესებამდე ფიფას საბჭო არ გააფრთხილა, კრიტიკოსებმა კი ეს ჯილდო აღიქვეს როგორც ფიფას უფროსის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოების აშკარა მცდელობა.
ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ინფანტინოს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არღვევს ფედერაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ „ფიფა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში“.
1782757880
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივა...
1782756742
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს
ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარ...
1782755729
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! სხვათა შორის, ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები
პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვე...
1782754591
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება
ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გულ...
1782753186
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები
სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანა...


























