თამარ იოსელიანი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში.
თამარ იოსელიანმა უზბეკ კოლეგას გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზებაზე, თბილისის ახალ აეროპორტზე და სხვა.
აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს რეგიონში, შესაძლებლობა აქვს პარტნიორებს შუა დერეფნის ფარგლებში, შესთავაზოს მულტიმოდალური გადაზიდვების სრული სპექტრი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად.
შეხვედრაზე უზბეკეთის მხარემ ინტერესი გამოხატა, გაიზარდოს უზბეკური პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლის.
1782800818
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1782797047
ახალი ამბებიე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისები...
1782795724
ახალი ამბებისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთადგაემგზა...
1782794814
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხე...
1782766699
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისები...






























