მიხეილ ყაველაშვილი: რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები
რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყვარელში „ილიაობის” ტრადიციულ დღესასწაულზე, სადაც შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
მიხეილ ყაველაშვილმა ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და ყვარლის მოსახლეობასა და დღესასწაულზე ჩამოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა.
„ილია ჭავჭავაძე არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისე მყარად, როგორც დღეს ვართ, ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს, სამშობლოს და არ ვიქნებოდით ქრისტიანები. იმდენად დიდი როლი შეასრულა ჩვენი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში ამ უდიდესმა პიროვნებამ, რომ შეუძლებელია მის გარეშე საქართველოს წარმოდგენა.
სანამ საქართველო იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა, ამ ბუმბერაზმა ერისკაცმა. კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯედ მნიშვნელოვანი პოსტულატები: „მამული, ენა, სარწმუნოება“, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა როგორც წმინდა ილია მართალი, რადგანაც მთელი თავისი ცხოვრება მან სამშობლოს სიყვარულს შესწირა და როგორც სანთელი, ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ადგილობრივი დამთვალიერებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ილია ჭავჭავაძის 188-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1762611819
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი. საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების...
1762610570
სპორტი„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ ანგარიშით 43:30 დაამარცხეს. გუნდებს შორის დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენა“-ზე მიმდინარეობდა და ტელეკომპანია „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 15 ნოემბ...
1762610443
სპორტისაქართველოს ნაკრებმა იუნიორებს შორის ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე მედალი მოიპოვა
თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. იუნიორების ასაკობრივ კატეგორიაში ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი ცხადაძემ და დავით დონაძემ. ი...
1762609093
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია
ბუნებრივია დაველოდებით გამოძიებას, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკით...
1762607176
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საბოტაჟის საქმეზე დაკავებულებზე: ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტ...



























