ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას და გვსურს წარმოგიდგინოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა, 24 ოქტომბერს პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურდ დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დაკავბისა და 7 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.

„საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა, მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და საოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოსგან, კიდევ ერთი პროგრამით - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.

დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული.

გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, 2025 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.

ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - განაცხადა გუგა თავბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761570924

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამ...

პროკურატურა

1761570674

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარი, ვალუტა

1761570012

ახალი ამბები

პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს

პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“...

რეზი სოხაძე

1761569320

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1761568111

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად

„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი