ნინო წილოსანი: ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა არ იღებს მონაწილეობას მათ შეხვედრებში - ალბათ, საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატომ არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა

 ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება მათთვის, როდესაც რეგიონიდან ორი ქვეყანა და არა მხოლოდ, ევრონესტის საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ქვეყნების არ იღებენ მონაწილეობას მათ შეხვედრებში, ამიტომ, ალბათ საკუთარ თავში უნდა ეძიონ იმის პრობლემა, რატომ არ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მან ისაუბრა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან. ამჯერად კი ასეთი შეხვედრა დაგეგმილია სომხეთში.

მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმა წესით უნდა ყოფილიყო ქმედითი და ქვეყნები უნდა გაერთიანებინა. წილოსანს მიაჩნია, რომ მთლიანად ამ პლატფორმის შექმნის პრინციპებს არღვევს მათი მუშაობის სტილი.

„ის, რომ ქვეყნების გარკვეული ნაწილი არ მონაწილეობს, ევრონესტის შემადგენლობაში თავად უნდა შექმნას კითხვების დასმის წინაპირობა, თუ რა ხდება და რა უსამართლო და არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ ქვეყნებს არ უჩნდება სურვილი, მიიღონ მონაწილეობა იმისგან განსხვავებით, რომ ევრონესტი ანუ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა შეიქმნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და არა ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემოტანისთვის.

უფრო მეტი სიცხადისთვის, მინდა დავასახელო რამდენიმე გვარი, რომელთა განცხადებებიც, ალბათ, ხშირად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. ეს არის რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, სანჩესი, ანა ფოტიგა და სხვები და სხვები. როდესაც საშუალება აქვთ, ევროპარლამენტის რეზოლუციების სახით, ურტყამენ საქართველოს, რეპუტაციულად, პოლიტიკურად აზიანებენ და წარმოუდგენელი არის, რომ ამ ადამიანების შემადგენლობით რაიმე პლატფორმა იყოს კონსტრუქციული. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო სომხეთში მიმდინარე ასამბლეის შეხვედრაში მონაწილეობის არ მიღება. გარკვეულწილად, ეს არის დემონსტრაციულიც, არის სამაგალითოც და არის მათთვის დამაფიქრებელი, რომ რაღაც არასწორად კეთდება“, - განაცხადა წილოსანმა.

 წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761584285

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ALDE-ს რეზოლუციაზე: ძალიან საინტერესოა ქალბატონი კალასის და ბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს დაწერა

 ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა...

 ირაკლი კირცხალია

1761582582

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: გულთბილი შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან, ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას ემსახურება

 „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მეუფე ანტონთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად დასაფასებელია მეუფის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ გად...

დიმიტრი სამხარაძე

1761580684

ახალი ამბები

ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

ლაშა ბასლანძე

1761579183

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის არქიმანდრიტ დოროთესადმი შეტყობინების ტექსტს ასაჯაროებს

 ვასაჯაროებ პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, რომელიც გაგზავნილ იქნა 25.10.2025, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. იგი დეკანოზ მიქაელ ბო...

ანდრია ჯაღმაიძე

1761573470

საზოგადოება

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ...

პროკურატურა