პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს
პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ინტერპელაციის წესით მიმართა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და საკითხები უკვე გადაგზავნილია მინისტრთან.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ინტერპელაციის წესი განმარტა.
„ინტერპელაციის ახალი წესი კიდევ უფრო აქტიური და მოქნილი საშუალებაა იმისთვის, რომ მინისტრთან გაიგზავნოს კითხვები. ახალი წესის თანახმად, წინასწარ ხდება კითხვების გაგზავნა, რომლის რაოდენობა შეზღუდული არ არის. მინისტრი, წინასწარ გაგზავნილ კითხვებზე, ინტერპელაციის ფარგლებში, პასუხს გასცემს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს პროცესი მაქსიმუმ სამი საათით არის შემოფარგლული. ასე რომ, პირველად გვექნება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი წესით ინტერპელაცია და ვფიქრობ, საინტერესო იქნება როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 28 და 29 ოქტომბერს გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ საპარლამენტო საქმიანობისთვის ყველა პირობა ექნებათ.
„გასულ კვირას ჩვენ მოვისმინეთ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ აპირებენ საკუთარი მანდატები, რომელიც დღესაც აქვთ, აქტიურად გამოიყენონ და აღარ გააცდინონ საპარლამენტო საქმიანობა. მათ რთული გზა გამოიარეს. ვნახოთ, როგორ ჩაეწერებიან საპარლამენტო საქმიანობაში. მათ ექნებათ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა, რაც პარლამენტის წევრებს გააჩნიათ. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან იმისთვის, რომ სამუშაო გარემო ჰქონდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
1761570924
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამ...
1761570674
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761569320
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას...
1761568111
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად
„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1761565973
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი
მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...


























