პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რაც სატვირთო ავტომანქანაზე მიმაგრებულ სახანძრო ყუთში არსებულ ცეცხლმაქრში მოათავსა.
25 ოქტომბერს, ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები აზერბაიჯანის სახელმწიფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცველებმა ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: 912.08 გრ. „კოკაინის (ფუძე)“, 1570,09 გრ. „მდმა“, ლიზერგიდი (ლსდ), 4-ცმც-ს (კლეფედრონი), და 779.23 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინი“.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
1761570924
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამ...
1761570674
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761570012
ახალი ამბებიპარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმენს
პარლამენტი 29 ოქტომბერს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენს. როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“...
1761568111
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად
„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...
1761565973
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი
მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...



























