ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
საღამოზე, რომელსაც ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდა, უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ანა ლოლაშვილისა და სერგო ურუშაძის ხელმძღვანელობით, საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა და მადლიერება გამოხატა ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლების - ანზორ ერქომაიშვილისა და იოსებ კეჭაყმაძის მიმართ.
თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა გალობის უნივერსიტეტს, ფოლკლორის ცენტრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ფონდ „ქართული გალობის“ დირექტორმა ნანა გოთუამ, ფონდის და გალობის უნივერსიტეტის სახელით, მხარდაჭერისთვის ჯილდოები გადასცა საქართველოს კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს, თორაძის ფონდის დამფუძნებელს, ნინო თორაძეს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ეროვნული სასახლის დირექტორს, ნინა ყიფიანს და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ედიშერ სავიცკის.
1751969287
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...
1751968005
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 ივლისისთვის 100-ს გადასცდა. დაღუპულთა შორის 28 ბავშვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კიდევ 11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საერთო...
1751966008
ახალი ამბებილევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმედ. „პაციენტის ზოგ...
1751964564
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა. ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნი...
1751964457
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დ...