#freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი - ხათუნა სამნიძე

„#freemisha კამპანია არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია.

„მე ამ იდეის დეტალები არ ვიცი, მაგრამ #freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი.

ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაზე დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები,“ – განაცხადა სამნიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორე მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე" - აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

🔵 გამჭვირვალობა: სახელმწიფომ პანდემიის დროს სამშენებლო შესყიდვებზე 125 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793797549

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

კურსი

1793796074

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...

ირაკლი ხელაძე

1793795174

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...

მოძრაობა

1793794247

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1793793858

ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია

ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...

 ფორმულა