პაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა

„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელია ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით“.
„შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით გავიგეთ, რომ თურმე ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ის რეზოლუციები, რომლებიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. ასე რომ, არ ვიცი, ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებებს, თუმცა მგონი, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად.
ამიტომ, ევროკომისიის პრესმდივანი თუ თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხებზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს, აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია, რომ EED-ის მეშვეობით, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და ფინანსდება ევროკომისიის მხრიდან, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ, ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
1746695731
ახალი ამბებითბილისში ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტ...
1746692866
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე
მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონა...
1746691836
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამახალისებლად
მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...
1746689938
საზოგადოებანინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე
„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...