ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას.

ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

„ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.

კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.
ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.

მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774769247

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა. საწ...

საქართველოს ნაკრები

1774766385

ახალი ამბები

პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Wa...

პენტაგონი ირანში

1774764681

ახალი ამბები

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1774764571

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

მზიანი ამინდი

1774730433

სპორტი

ფიგურული ციგურაობა - საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. რიტმული ცე...

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინ