საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
„ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად 100% უნდა გაიღონ“, - განაცხადა მან.
ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნაკრებს რთული მატჩი ელის, თუმცა ამხანაგური მატჩები გუნდის ტაქტიკის დასახვეწად კარგი შესაძლებლობაა.
„რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად. შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 29 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
1774942492
მსოფლიოალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ...
1774942382
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პრ...
1774941251
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მო...
1774940260
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრ...
1774939914
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს,...



























