პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Washington Post ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სცენარები თეთრ სახლში უკვე კვირებია მუშავდება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ამერიკელი სამხედროებისთვის უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რაშიც იგულისხმება ირანული დრონები, რაკეტები, საპასუხო ცეცხლი და თვითნაკეთი ბომბები.

WP-ის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება კუნძულ ხარკის აღება, რომელიც ირანისთვის სპარსეთის ყურეში ნავთობის უმნიშვნელოვანესი ჰაბია. ასევე საუბარია რეიდებზე ჰორმუზის სრუტის სანაპიროებზე, რათა განადგურდეს ის შეიარაღება, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობას საფრთხეს უქმნის. წყაროების პროგნოზით, ამ ამოცანების შესრულებას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ორ თვემდე დასჭირდეს. ამასთან, ირანში ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, როგორც ამერიკელ კონგრესმენებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774764681

ახალი ამბები

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1774764571

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

მზიანი ამინდი

1774730433

სპორტი

ფიგურული ციგურაობა - საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. რიტმული ცე...

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინ

1774728586

ახალი ამბები

საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა

საქართველოს საელჩო აშშ-ს ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა. საელჩოს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ ღონი...

საქართველოს საელჩო

1774725580

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

უკვე 2 წელია, რაც ეს კანონი [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] მივიღეთ და ის სტერეოტიპი, რომ ეს კანონი თითქოს ვინმეს დასჯაზეა, ვინმეს უფლების შეზღუდვაზეა ეს არის მტკნარი სიცრუე...

რატი იონათამიშვილი