გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, - ამის თაობაზე აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე, მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ისინი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18-წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787259042

მსოფლიო

CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა

35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, დაკა...

კაპიტოლიუმი

1787257368

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის

„ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამო...

ლევან მაჭავარიანი

1787255615

მსოფლიო

პერუში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტის (IGP) ინფორმაციით, 20 აგვისტოს სამხრეთ პერუში, ანდების რეგიონში, აიაკუჩოს ტერიტორიაზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კორა-კორადან 35...

მიწისძვრა

1787252959

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია რომ ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირი აკავშირებთ, ანუ ხაბეიშვილი ნაციონალებში ჩანერგილი ყოფილა… საინტერესოა სააკაშვილი საქმის კურსში იყო? და ხაბეიშვილი ისევ „ნაცმოძრაობის“ წევრია?

„გავრცელდა ინფორმაცია რომ ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირი აკავშირებთ, კერძოდ, ლილუაშვილის ცოლი ხაბეიშვილის ნათლიის შვილია… ანუ ხაბეიშვილი ნაციონალებში ჩანერგილი ყოფილა…ოპერაცია „ანიტა“ როგო...

ლადო სადღობელაშვილი

1787251597

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რეალურ სახეს კიდევ ერთხელ არ აჩვენებენ ჩვენს საზოგადოებას

„როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ?! ასეთ აღიარებას ნუ ველით“, - ამია შესახებ მმაღტველი გუნდის დეპუტატმა დავით...

დავით მათიკაშვილი