სამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მცდელობის, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულისთვის გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ადრესატისთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.
ბრალდებული ამანათს, მის მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქის დატოვებას შეეცადა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ მამაკაცი თბილისის გასასვლელში მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ამანათი, ასევე, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1787293179
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი: უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების წინაპირობებს ჯერ ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს...
1787290186
მსოფლიოფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი 20 აგვისტოს...
1787288131
მსოფლიონიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სოკოტოს შტატში, გორონიოს ადგილობრივი თვითმმართ...
1787259042
მსოფლიოCNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა
35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, დაკა...
1787257368
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და სააკაშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ხედავენ, რა ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნდობის აღდგენისთვის
„ჩვენი პოზიციაა მშვიდობიანი გზით ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამო...































