CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა
35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია წერს, დაკავებულია ჯესიკა ბოუი.
„მას ბრალი ედება ISIS-ისთვის მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსების მიწოდების მცდელობაში. ბოუი გეგმავდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმსა და ნიუ-იორკის შტატის სენატორებზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის პროკურორის პირველმა მოადგილემ ჯონ სარკონემ.
FBI-ის სპეციალური აგენტის კრეიგ ტრემაროლის განცხადებით, ქალმა ISIS-ისადმი ერთგულება რამდენიმე აუდიოჩანაწერით დაადასტურა და კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთჯერ აწარმოებდა დაკვირვებას, რა დროსაც ათობით ფოტო გადაიღო.
მისი თქმით, ბოუიმ იარაღი „კონფიდენციალური წყაროსგან“ შეიძინა და განაცხადა, რომ აპირებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას „ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც მის შეჩერებას შეეცდებოდა“.
ამასთან, მისივე თქმით, ბოუიმ განაცხადა, რომ მას სურდა „შენობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის განადგურება და სენატორების მოკვლა შეხვედრის დროს“.
1787246129
ახალი ამბებიივანე ჩხაიძე: საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი
„საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტ...
1787244411
მსოფლიოთურქეთი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს მიერ სირიაში დაგებულ „ხაფანგში არ გაებმება“
თურქეთი ისრაელის მიერ დაგებულ „ხაფანგში არ გაებმება“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ავიაბაზაზე იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ ა...
1787241677
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანი...
1787239579
ახალი ამბები„ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ - ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის...
1787236483
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...































