გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს პირადი ნივთები 1 წლისა და 5 თვის შემდეგ დაუბრუნა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს გამოძიებამ პირადი ნივთები 1 წლისა და 5 თვის შემდეგ დაუბრუნა.

როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დროს ამოღებული ნივთები ოჯახს სრულად დაუბრუნა. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე და მის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და პროკურატურამაც.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მართალია, ოჯახს გადაეცა თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, თუმცა მოწყობილობაში სოციალური ქსელის აპლიკაციებზე წვდომა არ არის.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განმარტავენ ოჯახს გადაეცა თანხა, რომელზეც „სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს, დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული“.

“რამდენიმე დღის წინ, წელიწად-ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ ოჯახს თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები დაუბრუნა, მათ შორის ტელეფონი. მოხდა იმ თანხის დაბრუნებაც, რომელსაც სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. საქმის მასალების მიხედვით, ეს არ დასტურდებოდა, ამ თანხის დაბრუნებამ ჩვენი პოზიციების სისწორე აღიარებინა პროკურატურას“,- განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წევრმა, თამთა მიქელაძემ.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის და არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს წარმოება უკვე დასრულებული აქვს და გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

„ეს იყო მცდელობა მთელი პანკისის და ქისტების ტერორიზმში დადანაშაულების. დააჯერეს ხალხს, რომ თემირლანს ერიცხებოდა თანხები, ხდებოდა ტრანზაქციები ჩატაევის მიმართ. ეს ჩემი ქალიშვილის დანაზოგი იყო გერმანიიდან, ემიგრაციიდან და შრომით ჰქონდა შეგროვებული ეს თანხები და ამ ფულზე ამბობდნენ თითქოს ჩატაევისგან იყო. ამ ტელეფონშია ჩვენი ცხოვრება. დღეს აქედან ამოშალეს ფეისბუკი, რადგან აცხადებდნენ, რომ რაღაცები ჰქონდა ატვირთულიო და ტყუილი იყო ეს, თითქოს ვოთსაფში საუბრობდა აფეთქებებზეო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი“ - ალეკო ელისაშვილი

🔵  „პუტინის მსახურები - საქართველოს დამაქცევრები ციხეში კლავენ მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი

🔵 „მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად... შემოიყვანეს მიოკარდიუმის ინფარქტით...“ - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782746011

საზოგადოება

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს: სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში, გაფართოებული ფორმატ...

ირაკლი კობახიძე

1782745360

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრო...

 პრემიერ-მინისტრი

1782744159

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს დ...

ირაკლი კობახიძე

1782743159

საზოგადოება

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრო...

პრემიერ-მინისტრი

1782742109

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი სახელმწიფო უწყებებს არ მიმართავს და საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გა...

ზურაბ ქადაგიძე