განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს.
ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას, სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით, ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება. ჯანდაცვის სფეროსთვის, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით [PPP]), ხოლო გამომავალი ცვლადებია სიცოცხლის ხანგრძლივობა (50% წონა) და სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი (50% წონა).
განათლების სფეროში, შემავალი ცვლადია ერთ სულ მოსახლეზე განათლების სახელმწიფო ხარჯები (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით PPP), ხოლო გამომავალი ცვლადები მოიცავს ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) ინტეგრირებულ განათლების ინდექსს (50% წონა), ახალგაზრდების წიგნიერების მაჩვენებელს (25% წონა) და იმ ახალგაზრდების პროპორციას, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი ან არ არიან გადამზადებულნი (NEET) (25% წონა).
გლობალურ გამოკვლევაში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 25 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, პორტუგალია, ბელგია, დანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი. ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს.
1765777552
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლ...
1765777492
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის...
1765777108
მსოფლიოაშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა...
1765775216
ახალი ამბებიპაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა - არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
„ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე „კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არ გავიდა სხვა ბაზრებზე, კურტანიძემ განაცხადა, რომ მაშ...
1765773766
ახალი ამბებიკახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. „ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადა...































