ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც კითხვის ნიშანსაც კი აღარ ტოვებს, რომ პროცესებს მთლიანად ოლიგარქები მართავენ და გეგმაზომიერად, მწყობრად აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში იქამდე მონაწილე კუშნერსა და უიტკოფს, მათივე ეროვნების გავლენიანი პირი, ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი კორპორაციის, „ბლეკ როკის“ მმართველი ლარი ფინკი შეუერთდა, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, გამოდის, რომ ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. შათირიშვილი კითხვით მიმარათავს დონალდ ტრამპს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის, ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს თუ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს.
„ანუ რა გამოდის - არაფორმალური მმართველების უშუალო წარმომადგენელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი გავლენები აქვს, ვიდრე თავად ამერიკის პრეზიდენტს, პირადად ხელმძღვანელობს ევროპის კონტინენტზე ვითარების გადალაგების პროცესს, ამიტომ მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალურ ოლიგარქიულმმართველობას) ებრძვის? ვის გამოუცხადა ბრძოლა? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ უკვე პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს.“ - აღნიშნავს შათირიშვილი.
ფილოსოფოსი ცინიზმად აფასებს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის შესახებ, ვინაიდან, სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ მიიყვანა ევროკავშირი დღეს არსენულ ვითარებამდე.
„ცალკე ანალიზის თემაა ის მოვლენები, რაც დღეს ევროპის და ევროკავშირის გარშემო ვითარდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ცინიზმია ის, რა განცხადებებსაც ვისმენთ დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის და მათი მოკავშირეების მხრიდან ევროპის შესახებ. „დემოკრატია აღარ არსებობს“, „ევროპის ეკონომიკა ინგრევა“, „მიგრანტები ანადგურებენ ევროპას“, „ევროკავშირში დიქტატურაა“... გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ეს განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, ილონ მასკმა, ჯეი დი ვენსმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. საკამათო არც ერთი მოსაზრება არ არის, მაგრამ მთავარ კითხვას ყველა გაურბის - ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ევროკავშირი? მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ, რომლის ხელდასმით, აგენტურული მთავრობები მინიმუმ 17 წელია მიზანმიმართულად ანგრევენ ევროპას და მის ეკონომიკას.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.
ზაზა შათირიშვილი: კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი
ზაზა შათირიშვილი: არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო
კორპორაციული მმართველობის პირობებში საერთოდ გაუქმდება სახელმწიფოს არსი, ხოლო მოქალაქეები გახდებიან კონკრეტული ოჯახების მომსახურე პერსონალი, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
მისი განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი "გენდერული იდენტობის" საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. შათირიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ.
„რაც ყველაზე ტრაგიკულია, ლგბტ პროპაგანდის შედეგად ადამიანთა უმეტესობა უარს იტყვის საკუთარ სქესზე და მოგონილი "გენდერული იდენტობის" საფარქვეშ ცხოვრების გაუკუღმართებული წესი ნორმად დაკანონდება. სწორედ ეს არის ის დიდი მიზანი, რომლისკენაც არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები მიმდინარე პროცესებით მიიწევენ. მოცემულ ვითარებაში ოპტიმისტური განწყობის შექმნა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ოლიგარქებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ დიდ ძალას დავუპირისპიროთ, არის სიმართლე. არც ჩვენ და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობა არ უნდა შევცდეთ, არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდას და არ უნდა ვიქცეთ მტრის ხელში უნებლიე იარაღად. არ უნდა მივცეთ საშუალება კონკრეტულ დინასტიებს, რომ საკუთარი ხელით დაგვანგრევინონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ისტორია, რწმენა და ტრადიციები - რაზეც საუკუნეებია დგას არა მხოლოდ ქართველი, არამედ ძირძველი ევროპული ცივილიზაცია.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.
1765780085
მსოფლიოახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებე...
1765777552
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლ...
1765777492
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის...
1765777108
მსოფლიოაშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა...
1765775216
ახალი ამბებიპაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა - არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
„ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე „კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არ გავიდა სხვა ბაზრებზე, კურტანიძემ განაცხადა, რომ მაშ...































