ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე.
„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველ ჯერზე, 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.
1765777108
მსოფლიოაშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება. ინფორმაციას მედია ავრცელებს. გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე კი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა...
1765775216
ახალი ამბებიპაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა - არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
„ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ბიზნეს გარემოზე „კაცმანის პოდკასტში” ისაუბრა. კითხვაზე, რატომ არ გავიდა სხვა ბაზრებზე, კურტანიძემ განაცხადა, რომ მაშ...
1765773766
ახალი ამბებიკახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. „ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადა...
1765741428
ახალი ამბებიმაია ბითაძე UNESCO-ს გადაწყვეტილებაზე: ეს წარმატება შედეგია იმ პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით
ეს წარმატება შედეგია იმ პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით , - გადაცემაში გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივ...
1765738542
ახალი ამბებინინო წილოსანი: შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და რა თქმა უნდა, UNESCO-ს ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ იმ სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც ქართული ხორბლის UNESCO-ში წარსადგენად მიმდინარეობდა. ნინო წილოსანმა, რომელიც აღნიშნული სამ...































